четверг, 10 декабря 2009 г.

პროექტის სახელი: «იყო და არა იყო რა»

პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები ქართული ხაკხური ზღაპრების მიხედვით ქმნიან «დიდ წიგნს»

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად. თითოეული ჯგუფი ოჯახებში, ბიბლიოთეკაში ან ბებოს ზღაპრის გუდაში მოიძიებს თითქმის მივიწყებულ ხალხურ ზღაპარს. მოხდება ჯგუფში ზღაპრების წაკითხვა. შეჯერდებიან რომელიმე ერთ ზღაპარზე. ჯგუფის წევრებზე გადანაწილდება სამუშაო. დაიწერება სამუშაო გეგმა. მოიძიებენ მუშაობისთვის საჭირო რესურსს. და დათქმულ დროში შექმნიან «დიდ წიგნს»შერჩეული ზღაპრის მიხედვით: გადაწერენ, დააილუსტრირებენ. შეარჩევენ დროს და მოხდება ნაშრომების პრეზენტაცია.

მონაწილეთა ასაკი: 8-9 წელი.

ვადები/ ხანგრძკივობა: სასწავლო წლის 2 კვირა.

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ზღაპრის კითხვა; წიგნის შექმნა; პრეზენტაცია.

მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ზღაპრის დიდი წიგნი.

სარგებელი სხვებისთვის: ეცნობიან მივიწყებულ ზღაპარს. ხდება ქართული ხალხური ზღაპრის პოპულარიზაცია.

სამუშაო ენა: ქართული.

მონაწილეები სხვა სკოლებიდან: ------------

საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნუკ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართულუ ენა---ხელოვნება. უვითარდებათ მოსწავლეებს წერის, კითხვის, მეტყველების შემოქმედებითი და კვლევის უნარები.

პროექტის ფასილიტატორი: თეა გოზალიშვილი.

პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: http://zgapari20-tea.blogspot.com/